SISAURI STUDIO

ადგილმდებარეობა
სოციალური ქსელები

ტარიელ სისაურის ბიოგრაფია

დაბადების დრო და ადგილი

1949 წელი, 12 აპრილი, საქართველო, სოფ. იუხო.

კვალიფიკაცია

1969-76 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის ფერწერის და ქსოვილების დარგი. 

შემოქმედებითი იდეოლოგია

თანამედროვე ტექნიკის ზეობის ხანაში, როდესაც დაშტამპული სერიული წარმოება ყველაფერს ერთფეროვნებისა და უსახურობის დამღას ასვამს,  ჭეშმარიტი ხალხური ხელოვნება თავისი განუმეორებელი ხიბლითა და უშუალობით იშვიათობას წარმოადგენს. SISAURI STUDIO–ს შემოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არტისტი რეალიზდეს თანამედროვე ხელოვნების ეპოქაში და ამავდროულად, მისმა შემოქმედებამ არ დაკარგოს ეროვნული, კულტურული ფესვები. 

პერსონალური და საერთაშორისო გამოფენები:

  • 1980, 87, 95, 97, 99  – თბილისი, საქართველო. 
  • 1997 – ალმა–ატა, ყაზახეთი.
  • 1976 – ბრნო, ჩეხეთი.
  • 1980 – ბულგარეთი.
  • 1982, 86, 87 – მოსკოვი, რუსეთი.
  • 1988 – ფილიპინები, შვედეთი, კვიპროსი.
  • 1993 – მე–2 საერთაშორისო ტრიენალე, ტურნე, ბელგია.
  • 1994, 96 – მე–10, მე–11 მცირე ქსოვილების საერთაშორისო ბიენალე, ზომბათხეი, უნგრეთი.
  • 1996 – მხატვრული ქსოვილების საერთაშორისო გამოფენა, თბილისი, საქართველო.
  • 1997 – ქსოვილების მე–5 საერთაშორისო კონკურსი, კიოტო, იაპონია.

SISAURI STUDIO

მისამართი & კონტაქტი

მთაწმინდის პარკი 🗺️

+995 555–999–200

© 2025 Tariel Sisauri Studio – All rights reserved.
Website designed & developed by Saba Chafidze.